„ირაკლი შოთაძის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე აღარ უნდა დაბრუნდეს.
„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის იმ ოპოზიციის მეორედ და მესამედ მოსვლაა აბსოლუტურად მიუღებელი, რომელიც ამ თემაზე ინტენსიურად საუბრობს. რაც შეეხება შოთაძეს, ის პროფესიონალია. არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს ან რაიმეზე უკან დაიხევს, იმის გამო, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა საზოგადოებას ამა თუ იმ მიმართულებას კარნახობს. შოთაძის ხელში პროკურატურა ეფექტური და მაღალპროფესიონალური იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.