logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკს პატიმრობა შეეფარდა
- +

4 თებერვალი. 2020. 14:26

 

 

 

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

 

მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, იმისათვის, რომ გამოძიება სათანადოდ მოხდეს და მტკიცებულებები არ განადგურდეს, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

 

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner