logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბაღდათში მომხდარი ტრაგედია შიმშილთან რა შუაშია? - ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის
- +

4 თებერვალი. 2020. 15:17

 

 

 

„ეს ტრაგედია შიმშილთან რა შუაშია? ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის“, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბაღდადში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან დაიწყო ამ ტრაგედიით მანიპულირება. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები ძალიან მალე, თუ უკვე გაკეთებული არ აქვთ, გააკეთებენ განცხადებას, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რა გვერდით დგომას გამოხატავდნენ ხოლმე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები. თუმცა, ეს ტრაგედია ამასთან არაფერ შუაში არ არის. ცალკე მანიპულაციაა და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვყალიბდებით პოლიტიკოსები ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ეს ადამიანები და არა სხვა თემებზე გადავიდეთ, რომლის მანიპულაციურად დაკავშირება ხდება ამ ტრაგედიასთან და შემდეგ ხდება ამით თემების გადაფარვა. ამ ადამიანებს დაემართათ საშინელება. ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც არაფერ შუაში არ არის ამ ტრაგედიასთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner