logo_geo
eng_logo
ჩინეთის ჯანდაცვის კომისია: ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცია
- +

4 თებერვალი. 2020. 15:31

 

 

 

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია. მათივე ცნობით, დაღუპულთა 80% 60 წელს აღემატება, ხოლო 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა. გარდაცვლილთა ორი მესამედი მამაკაცია.

 

ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ჯიაო იაჰუი აცხადებს, რომ ვირუსის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევები ასაკოვან ადამიანებში ვლინდება.

 

მისივე თქმით, ვირუსის განკურნებისთვის საშუალოდ 9 დღეა საჭირო, თუმცა, ჰუბეის პროვინციაში, სადაც მწვავე შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, მკურნალობას 20 დღეზე მეტი სჭირდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner