logo_geo
eng_logo
„მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომას“
- +

29 თებერვალი. 2016. 11:26


ესპანეთის სამეფოს საგარეო და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდებიან საქართველოს ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომას.



გარსია-მარგაიოს განცხადებით, საქართველოსთან ესპანეთს აქვს მჭიდრო ურთიერთობა, თუმცა იმედოვნებს, რომ ეს კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება.



მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომას. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს ტერიტორიული მთალიანობა და და მისი ევროპული მომავალი.

 

ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ზაფხულამდე ჰქონდეს", - განაცხადა ხოსე მანუელ გარსია-მარგაიომ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner