ფლორიდის ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბშზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ Reuters ტრორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ სააგენტო AMAQ-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ორლანდოში ღამის გეი-კლუბში შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნას, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი ემსხვერპლა. ჰოსპიტალიზებულია 53 დაშავებული.
ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე, 29 წლის ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი იყო. ის სამართალდამცველებმა ორმრხივი სროლის დროს მოკლეს.
როგორც სააგენტო Associated Press გამოძიების ფედერალურ ბიუროში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, ინციდენტამდე მატინის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, თუმცა მალევე დაიხურა. აღნიშნული საქმის დეტალები უცნობია.
ამერიკული ტელეკომპანია NBC კი აცხადებს, რომ ღამის კლუბზე თავდასხმამდე ომარ მატინმა აშშ-ის საგანგებო სამსახურს 911-ს დაურეკა და "ისლამური სახელმწიფოსადმი" ერთგულების შესახებ განაცხადა.