გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე, არჩევის შემთხვევაში, ინიციატივით გამოდის, პროკურატურაში კადრების შევსება სტაჟირების სისტემასთან ერთად, საჯარო კონკურსის გზითაც მოხდეს.
„საქართველოს პროკურატურის პრაქტიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, კადრების შევსება ხდება სტაჟირების სისტემით. ვფიქრობ და ჩემს გეგმაში შედის, ჩემი გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში, ყოველწლიურად მოხდეს ღია საჯარო კონკურსი პროკურატურაში არსებულ ვაკანსიებზე, რადგან ყველა პროფესიონალ იურისტს, სურვილის შემთხვევაში, ჰქონდეს შესაძლებლობა, სტაჟირების გავლის გარეშე, შესაბამისი კანონით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმიანობა დაიწყონ საქართველოს პროკურატურაში“, - განაცხადა შოთაძემ.