logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ახლა გასაგებია, რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებს
- +

4 თებერვალი. 2020. 16:18

 

„ახლა გასაგებია, რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებსა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს.

 

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, „ორიონ სტრატეჯისა“ და ქართულ ოპოზიციურ პარტიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად დასახელებული ბათუ ქუთელია თავისი წარსულითა და ამჟამინდელი საქმიანობით მჭიდროდ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

 

„როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან დაკავშირებულ ძალებს ტყუილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. დოკუმენტურად დადასტურდა, რომ „ორიონ სტრატეჯისა“ და ქართულ ოპოზიციურ პარტიას შორის გასული წლის ოქტომბერში გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად ბათუ ქუთელიაა დასახელებული. ახლა გასაგებია, რა ინფორმაცია მიეწოდებოდათ ამერიკელ კონგრესმენებს.

 

ბათუ ქუთელია გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტი, რეალურად კი არასამთავრობოს სახელს ამოფარებული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანი აღმოჩნდა, როგორც თვითონ აცხადებს, ხელშეკრულებაში მისი სახელის არსებობა შეცდომა და გაუგებრობაა. „მე არ გახლავართ არცერთი პარტიის წევრი და არც წარმომადგენელი არანაირ მოლაპარაკებებში“, – ამბობს ქუთელია. 

 

რამდენიმე თვის წინ გადაღებული სურათი სხვა რამეზე მეტყველებს, ფაქტია, ბათუ ქუთელია, თავისი წარსულითა და ამჟამინდელი საქმიანობით მჭიდროდ არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მისი სახელი სწორედ ნაციონალებთან ასოცირდება.

 

საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების ღირებულება ასეულობით ათას დოლარს შეადგენს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულებებში კი ასეთი „მექანიკური შეცდომები“ არ ხდება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner