logo_geo
eng_logo
წერეთლის გამზირის N77-ში დაზიანებული სახურავი იცვლება
- +

4 თებერვალი. 2020. 16:49

 

დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის N77-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი იცვლება. სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ.მ ფართობზე დაზიანებული თუნუქის დემონტაჟი და მისი ახლით ჩანაცვლება მოხდება. აღნიშნულ მისამართზე ასევე, შეიცვლება წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი+“ 63 700 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner