დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირის N77-ში მდებარე ოთხსადარბაზოიანი კორპუსის დაზიანებული სახურავი იცვლება. სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 1 800 კვ.მ ფართობზე დაზიანებული თუნუქის დემონტაჟი და მისი ახლით ჩანაცვლება მოხდება. აღნიშნულ მისამართზე ასევე, შეიცვლება წყალსაწრეტი მილები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სითი+“ 63 700 ლარის ღირებულების ფარგლებში ახორციელებს.