2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 ახალი შემთხვევა იყო.
სულ საქართველოში რეგისტრირებულია 8150 აივ-ინფიცირებული პირი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა.
შიდსი 4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა.