logo_geo
eng_logo
მექსიკაში სათამაშო აპარატების ცენტრში სროლას 9 ადამიანი ემსხვერპლა
- +

4 თებერვალი. 2020. 20:26

 

9 ადამიანი, მათ შორის ოთხი 18 წლამდე პირი, გარდაიცვალა მექსიკის ქალაქ ურუაპანში მომხდარი სროლისას. შემთხვევა სათამაშო აპარატების ცენტრში მოხდა, სადაც როგორც გამომძიებლები ამბობენ, კრიმინალები ნარკოტიკებს ასაღებენ.

 

„BBC“-ის ინფორმაციით, არსებობს მოსაზრება, რომ თავდამსხმელები ერთ-ერთი მექსიკური კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ. თვითმხილველთა ცნობით, ოთხი შეიარაღებული ადამიანი გასართობ ცენტრში შევიდა და მალევე ცეცხლი გახსნა.

 

ქალაქი ურუაპანი მიჩოაკანის შტატში მდებარეობს, რომელშიც ბოლო წლებში ძალადობა განსაკუთრებით მატულობს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner