9 ადამიანი, მათ შორის ოთხი 18 წლამდე პირი, გარდაიცვალა მექსიკის ქალაქ ურუაპანში მომხდარი სროლისას. შემთხვევა სათამაშო აპარატების ცენტრში მოხდა, სადაც როგორც გამომძიებლები ამბობენ, კრიმინალები ნარკოტიკებს ასაღებენ.
„BBC“-ის ინფორმაციით, არსებობს მოსაზრება, რომ თავდამსხმელები ერთ-ერთი მექსიკური კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ. თვითმხილველთა ცნობით, ოთხი შეიარაღებული ადამიანი გასართობ ცენტრში შევიდა და მალევე ცეცხლი გახსნა.
ქალაქი ურუაპანი მიჩოაკანის შტატში მდებარეობს, რომელშიც ბოლო წლებში ძალადობა განსაკუთრებით მატულობს.