logo_geo
eng_logo
ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსთან დაკავშირებით „ფსოუსა“ და „ენგურის“ ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვებს აწესებს
- +

4 თებერვალი. 2020. 20:27

 

4 თებერვლიდან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ფსოუსა“ და „ენგურზე“ მიგრანტების შესვლაზე შეზღუდვას აწესებს. ამის შესახებ „სპუტნიკს“ ე.წ. მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განუცხადა.

 

„საიმიგრაციო სამსახურთან ერთად, გადავწყვიტეთ, შემოვიღოთ კარანტინი „ფსოუსა“ და „ენგურზე“ მიგრანტებისა და მათთან გათანაბრებულ პირებზე. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა დავიცვათ კორონავირუსისგან. ჯანდაცვის სამინისტროს ამჟამად არ გააჩნია კორონავირუსის რეგისტრაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ექიმმა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, აფხაზეთში შესვლაზე შეზღუდვა შეეხება პირებს, რომლებსაც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

 

„მთავარი ექიმის“ განცხადებით, რეკომენდაციას გასცემენ, რომ შეზღუდვა ტურისტების შესვლაზეც დაწესდეს, რადგან არ გააჩნიათ ტესტ-სისტემა, რომელსაც კორონავირუსის დადგენა შეუძლია.

 

15 იანვრიდან, მდინარე ენგურთან სანიტარულ-საკარანტინო პუნქტი ვირუსის საწინააღმდეგო თერაპიის ჩასატარებლად მუშაობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner