logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: აუცილებლად ვუპასუხებთ NATO-ს სწავლებას ევროპაში
- +

4 თებერვალი. 2020. 21:20

 

რუსეთი NATO-ს სწავლებაზე რეაგირებას მოახდენს, რომლის ჩატარებაც გაზაფხულზე, ევროპის ტერიტორიაზე იგეგმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

 

მისი ეს განცხადება რუსულ მედიასთან NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, წელს, NATO-ს ფართომასშტაბიანი სწავლება „Defender Europe 2020“-ის ჩატარება იგეგმება, რომლის ფარგლებში ამერიკელი სამხედროების გადასროლა ევროპაში და რომელიც არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ რეაგირება გვექნება. ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესების იგნორირება, რომლებიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას, მაგრამ რეაგირება გვექნება იმ სახით, რომ ამან არ შექმნას არასაჭირო რისკები“, - განაცხადა ლავროვმა.

 

რუსმა მინისტრმა გაიხსენა, რომ NATO „იტყუებს“ ერთობლივ სწავლებაში ნეიტრალურ სახელმწიფოებს, როგორებიცაა - ფინეთი და შვედეთი.

 

„NATO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობის კონტექსტში მოიგონეს ტერმინი „სამხედრო შენგენი“, რომელიც ითვალისწინებს ყველა სატრანსპორტოი არტერიის მოდერნიზაციას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის ჩათვლით, რათა ყველაზე მსხვილმა სამხედრო ტექნიკამ შეძლოს გაიაროს აღმოსავლეთ საზღვრამდე. ვფიქრობ, მხოლოდ ეს არის საკმარისი იმის გასაგებად, რამდენად სახიფათოა ეს თამაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა ლავროვმა.

 

მისი თქმით, სწავლება, რომელიც აპრილ-მაისში გაიმართება, ევროპაში უკვე განთავსებული სამხედრო კონტინგენტისთვის დამატებით 30 ათას ერთეულზე მეტი ამერიკული ტექნიკისა და 20 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედროების მიმატებას გულისხმობს.

 

„მთლიანობაში, 40 ათასზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ამ სწავლებაში. ისინი, ვინც პროვოცირებას უწევს ასეთ აბსოლუტურად გაუმართლებელ სწავლებებს, სურთ, რომ საპასუხო ზომები მოყვეს ამას იმისთვის, რომ მომავალში გაამწვავოს დაძაბულობა. უმნიშვნელო ასპექტი არ არის ის, რომ NATO-ელების მიერ შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით საპასუხოდ რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მხოლოდ ჩვენ ტერიტორიაზე ისევე, როგორც ჩვენი ბირთვული იარაღი მდებარეობს ჩვენ ტერიტორიაზე, განსხვავებით აშშ-ის ბირთვული იარაღისგან“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner