logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ბოლო 25 წლის განმავლობაში, ევროპაში ამერიკული ჯარის ყველაზე დიდი მოცულობა განლაგდება
- +

4 თებერვალი. 2020. 22:45

 

 

აშშ, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად, ევროპაში ჯარისკაცების ყველაზე დიდ რაოდენობას განათავსებს.

 

როგორც „ევრონიუსი“ წერს, სამხედრო სწავლების - „ევროპის მცველის“ ფარგლებში, 20 000 ამერიკელი ჯარისკაცი, მძიმე ტექნიკასთან ერთად, ევროპაში შევა. ამერიკელი ჯარისკაცები NATO-ს სხვა წევრების - საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საჯარისო ნაწილებს შეუერთდებიან.

 

„მცველის“ ფარგლებში, ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ამერიკული ჯარის ყველაზე დიდი მოცულობის განლაგება მოხდება და ეს ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას NATO-სა და ევროპის უსაფრთხოების მიმართ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

 

წვრთნების უმეტესობა რუსეთის საზღვართან ჩატარდება. სტოლტენბერგის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების ნაწილი დაგეგმილია ლიტვის, ესტონეთისა და ლატვიის ტერიტორიებზე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner