logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ბათუ ქუთელიაზე: ეს ადამიანი არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, მალავს ამას და გამოდის როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი
- +

4 თებერვალი. 2020. 23:56

 

 

„ეს ადამიანი არის „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, მალავს ამას და გამოდის როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი. ეს ხომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა? გამოდის როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ასე ხდება ბევრ შემთხვევაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებით გადაცემა „არენაში“ განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოლიტიკურ მოედანზე შემოსულია „სამწუხაროდ მთავარი ოპოზიციური მოთამაშე „ნაციონალური მოძრაობა“ და ამ მოედანზე მთავარი ფორვარდი  მათ ჰყავთ ბათუ ქუთელია, რომელიც ამბობს, რომ მსაჯია. იბრალებს რომ მსაჯია და მისი თანაგუნდელებიც ამბობენ, რომ არბიტრია. ამაშია პრობლემა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანია „ორიონ სტრატეჯის“ შორის დადებულ კონტრაქტზე გუშინ გაასაჯაროვა ინფორმაცია.

 

მდინარაძის თქმით, ამაში სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ინფორმაცია, კერძოდ კი ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კონტრაქტში ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი ბათუ ქუთელია წარმოადგენს, რომელიც „ფორმალურად ამ პარტიის წევრი არ არის და საჯარო სივრცეში ობიექტური ექსპერტის სახელით მოქმედებს“. პოლიტიკოსმა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე განთავსებულ შესაბამის დოკუმენტზე მიუთითა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner