„გირჩის“ ოფისში გაიხსნა საროსკიპო, სახელწოდებით „პიონერი!“ - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი გიგაური გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
„შეიძლება, ბევრს აღარ ახსოვს, მაგრამ ზურა „გირჩმა“ ჯაფარიძემ, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა დახურეს ცნობილი საროსკიპო „მამიდა“, თავის ოფისში, ასე ვთქვათ, საკომპენსაციოდ გახსნა ბორდელი! დიახ, „გირჩის“ ოფისში გაიხსნა საროსკიპო, სახელწოდებით „პიონერი“! როგორც გირჩელები იუწყებიან, აქ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აიყვანოს სექსმუშაკი და „გირჩის“ წარმომადგენლები საკუთარ ოფისს მხოლოდ 49.90 ლარად დაუთმობენ!
რადგან საროსკიპოს სახელწოდება „პიონერია“, ის თემატურად გაფორმებულია, ანუ აქ, კედელზე გამოფენილია წითელი დროშა, პიონერის დაფდაფები და საწოლიც კი წითელ ფერებშია გადაწყვეტილი“, - წერს გიგაური.