„რა პროდასავლური და რისი პროდასავლური? - წმინდა წყლის რუსული პროდუქტია“, - პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მონათხრობს იხსენებს.
„სააკაშვილმა ორი წლით ადრე იცოდა, პრეზიდენტი რომ გახდებოდა. ის ამაში ღრმად იყო დარწმუნებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცები უკვე ამზადებდნენ საპრეზიდენტოდ და უკვე არსებობდა მკაცრად გაწერილი გეგმა, როგორც უნდა განვითარებულიყო მოვლენები და რას რა უნდა მოჰყოლოდა. საქართველოში ჭკვიანი და გონებადამჯდარი ადამიანების მეტი რა არის, მაგრამ პრეზიდენტობის კანდიდატად მაინცდამაინც ეს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი ამოირჩიეს, რადგან იცოდნენ, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების განსახოციელებლად.
რა პროდასავლური და რისი პროდასავლური? - წმინდა წყლის რუსული პროდუქტია, რუსული სპეცსამსახურების ლაბორატორიაში გამოყვანილი ზომბია ეგეც და მისი თანამოაზრეებიც!“ - ამბობდა ყოფილი მაღალჩინოსანი.