logo_geo
eng_logo
კონგრესმენი დევიდ ნუნესი: ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას
- +

5 თებერვალი. 2020. 11:25

 

 

რესპუბლიკელი კონგრესმენის დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და შეერთებული შტატები დაინტერესებულია განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად. ამის შესახებ კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას, ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები კონგრესში ვცდილობთ და გვსურს,  რომ ნატო იყოს უფრო გაძლიერებული და უზრუნველყოფილი რათა შეძლოს ისეთი ქვეყნების დახმარება, როგორიც საქართველოა. საქართველო დიდ ძალისხმევას სწევს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ურთიერთობის გაძლიერების და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე“, - განაცხადა ნუნესმა.

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებები და სამომავლო გეგმები, აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე. საუბარი შეეხო ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner