logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს
- +

5 თებერვალი. 2020. 12:30

 

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის ქვეყანაში დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი ამ ქვეყანაში ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს“, - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

 

„სიმართლე გითხრათ, ძალიან უცნაურია, რომ გიკვირთ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა 10 საათზე რომ იკრიბება, რათა განიხილოს გარკვეული საკითხები. რა შუაშია ოპოზიცია, როცა ჩვენ უამრავი თემა გვაქვს განსახილველი. ზუსტად ახლა ვსაუბრობდით „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და 2020 წლის 1 ივნისისთვის უნდა მოვასწროთ იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ სისტემის მუშაობა დაიწყოს 1 ივნისიდან. ვისაუბრეთ დასაქმების თემაზე და ვმუშაობთ დასაქმების აქტზე. ძალიან მალე გამოვიტანთ განსახილველად და კიდევ უამრავი თემაა“, - განაცხადა კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner