პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, სიტუაცია დაიძაბა.
მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა, პარლამენტის შენობაში შესასვლელ კარებზე ბოქლომის ჩამოკიდება სცადა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. სამოქალაქო აქტივისტი საპატრულო პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.
ამასთან აქციის მონაწილეებს ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან მოწყობილი აქვთ „სირცხვილის კორიდორი“.