logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების სახელით საუბარს თავი დაანებოს
- +

5 თებერვალი. 2020. 13:23

 

 

„თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება ვერ შესრულდა, ეს არის ხალხის განსასჯელი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების სახელით საუბარს თავი დაანებოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას. მისივე თქმით, საზოგადოება თავის სიტყვას არჩევნებზე იტყვის.

 

„რატომღაც გვეუბნებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს რაღაც პასუხი უნდა გავცეთ. ჩვენ მათ კი არ უნდა გავცეთ პასუხი, არამედ პასუხი უნდა გავცეთ ხალხს. თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე გადაწყვეტილება ვერ შესრულდა, ეს არის ხალხის განსასჯელი. ხალხი ამას განსჯის არჩევნებზე. თუკი ეს გადაწყვეტილება მტკივნეულად მიიღო საზოგადოებამ და საზოგადოების ინტერესი შეილახა, ხალხი არჩევნებზე გასცემს ამაზე პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე პასუხის გასაცემი ნამდვილად არ გვაქვს არაფერი. ხალხის სახელით ისინი ნუ ლაპარაკობენ. საზოგადოება თავის სიტყვას ამბობს დემოკრატიულ არჩევნებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულად არის უზრუნველყოფილი საქართველოში. ამიტომ თავი დაანებონ საზოგადოების სახელით ლაპარაკს. საზოგადოება თავის სიტყვას თვითონ იტყვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner