logo_geo
eng_logo
გოდერძი შარაშია: ორ ულამაზეს გოგონას იმ ქოთნის ყვავილებს ჩაუტანენ, რომელსაც მათი დედა ყიდდა...
- +

13 ივნისი. 2016. 01:41

 

 

გოდერძი შარაშია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული დების, ინდირა და ლიზა ზარანდიების დედის შესახებ წერს:


„ინდირა და ლიზა ზარანდიების დედა დელისის მეტროსთან ქოთნის ყვავილებს ყიდდა, არაჩვეულებრივი ქალბატონი, ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო ორ ვარსკვლავზე.

 

 დღეს 13 ივნისია და ალბათ ერთ ერთი ყველაზე უბედური დედაა საქართველოში, დღეს მეტროსთან გავიარე და გავიგე, რომ მასთან ხობში ისინი ჩავლენ ვინც წლობით მის გვერდით სურსათს ყიდნენ, დღეს ორ ულამაზეს გოგონას იმ ქოთნის ყვავილებს ჩაუტანენ, რომელსაც მათი დედა ყიდდა..."

 

13-14 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი ინდირა და ლიზა ზარანდიების მშობლები გადაცემა „პროფილში" მათ შვილებს იხსენებენ.


ინდირა და ლიზა ზარანდიების დედა გოგონებს ახასიათებს და სულისშემძვრელ ისტორიებს იხსენებს...

 

 

„სულ ერთად იყვნენ, ინდირა საკუთარ თავს ინდის ეძახდა. მხიარული ბავშვი იყო ინდირა... ფეხის პრობლემა ჰქონდა. ოთხი ოპერაცია აქვს გადატანილი. ერთი ცრემლი არ ჩამომიგდია, გაფრთხილებული ვიყავი, რომ არ უნდა მეტირა. ძალიან ყოჩაღად იყო, მე მამხნევებდა.  არ იღლებოდა, სიარული და ლაპარაკი უყვარდა. ერთი დღითაც რომ მოსულიყო ამ ქუჩაზე სულ ყველა გრძნობდა.

 

ორწელიწადნახევარი სკოლაში არ უვლია. ექსტერნად ჩააბარა, გამოცდები და ჩაირიცხა. შემდეგ მეც სამუშაოდ წავედი. დელისის მეტროსთან ვმუშაობდი გარე მოვაჭრედ. მაგისტრატურაზე ემზადებოდა, ჟურნალისტობა უნდოდა.

 

სულ იძახდა, რომ მე ცნობილი უნდა გავხდეო... ქუჩაში მეუბნებიან, რა ლამაზი ხარო... მე ვუთხარი თავის ქება გიყვარსთქო. არა დე, მართლა ასეა და მე მივაღწევ ჩემს საწადელს, რომ თქვენ მოგასვენოთ, მალე სახლში გაგიშვებთო.

 

მომავალ წელს გათხოვებას აპირებდა...

 

ლიზაც ძალიან ჭკვიანი ბავშვი იყო, მაგრამ ინდირასნაირი არა, უფრო მორიდებული იყო. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავარა. ორ ადგილას მუშაობდა, ვერ ვასწრებ დედიკო ვიღლებიო. ეს თვე მაცალე, ამ თვეში მანქანას ვიყიდი და მომავალი წლიდან მარტო თქვენთვის ვიზრუნებ, რომ სახლში წახვიდეთ და ოჯახს მიხედოთო.

 

ლიზა მოვიდა დელისთან, კარგა ხანი გვერდით მეჯდა, ჩამკოცნა. მეგობარი უნდა გავაცნო ინდირას და მის შეყვარებულსო. მკოცნიდა ბევრს.

11:00 საათი იქნებოდა, რომ დავრეკე. წვიმსო დედაო და ცოტა ხანი გავჩერდებითო. მერე მე ჩამძინებია. დილით რომ გავიღვიძე ლოგინი ცარიელი იყო... გავიფიქრე რაღაცა მოხდა თქო, თურმე თბილისი რომ დანგრეულა არ ვიცოდი, ჩემდა სამარცხვინოდ.

დილით წავედი სამსახურში, გზაში ვრეკავდი, მაგრამ არც ერთი მპასუხობდა. ის იყო და ის... ინდირა კვირას მანახეს, ლიზას სახე არ მინახავს..."- იხსენებს გარდაცვლილების დედა.

 

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner