logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვფიქრობ, ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს
- +

5 თებერვალი. 2020. 13:41

 

 

„სხდომაზე განხილული იყო ყველა მიმდინარე თემა, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განუცხადა.

 

რაც შეეხება საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციისთვის ახალი მოდელის შეთავაზებას, კობახიძემ განაცხადა, რომ უკვე შეთავაზებული 100/50-ზე მოდელი ძალაშია.

 

„უმრავლესობის შეკრებები იმართება პერიოდულად. როდესაც პარლამენტში ვიკრიბებით, როგორც წესი, განიხილება ხოლმე მიმდინარე საკითხები. თუ არის განსაკუთრებული შემთხვევა, განსაკუთრებული თემები, ამ შემთხვევაში ვიკრიბებით გაფართოებულ ფორმატში პარტიის ოფისში. სამწუხაროდ, ვერ ვესწრებოდი დღევანდელ სხდომას, თუმცა ბუნებრივია, განხილული იყო ყველა მიმდინარე თემა, მათ შორის საარჩევნო სისტემის საკითხიც. ოპოზიციურ პარტიებთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს, მეხუთე რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება და ბუნებრივია, ესეც იქნებოდა ერთ-ერთი განსახილველი თემა.

 

ჩვენ წარდგენილი გვაქვს შეთავაზება 100/50 და ველოდებით პასუხს ამასთან დაკავშირებით. კონსულტაციების გაგრძელება იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი. კონსულტაციები ზოგადად აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ველით, რომ ოპოზიციის პასუხი იქნება კონსტრუქციული, რაც მოგვცემს შეთანხმების მიღწევის საშუალებას. ვფიქრობ, შეთანხმების მიღწევის რესურსი არსებობს. მთავარია, ყველა მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner