პარლამენტის შენობასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ოპოზიციის აქცია დასრულდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, მათმა მხარდამჭერებმა და სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებმა მმართველი პარტიის დეპუტატებს „სირცხვილის დერეფნები“ მოუწყვეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა, აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღევანდელი აქცია მსვლელობით დაასრულეს და პარლამენტის შენობის წინ აღმართულ ღობეზე ბანერი წარწერით „სირცხვილი“ გააკრეს.