logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: აშშ-ში შეხვედრებით დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე - სიმართლე
- +

5 თებერვალი. 2020. 14:23

 

 

„აშშ-ში, ამ შეხვედრების საფუძველზე, დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითიც ის გამოეხმაურა აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტს.

 

„იცით, რომ იყო შემთხვევები, როცა დეზინფორმაცია მიეწოდებოდათ ჩვენს პარტნიორებს. ამან გარკვეული ასახვა ჰპოვა განცხადებებში. ჩვენ გვქონდა გარკვეული ვაკუუმი კომუნიკაციაში დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა, ამის პრობლემა აღარაა. გაგრძელდება კომუნიკაცია და შეხვედრები. ამ შეხვედრების საფუძველზე დეზინფორმაციაზე გაიმარჯვებს ინფორმაცია და ტყუილზე აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მივაწვდით ამ სიმართლეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მისივე თქმით, კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

 

„საბოლოო ჯამში, დასავლელ პარტნიორებს აუცილებლად ექნებათ სწორი ინფორმაცია. პრობლემა იყო, არასწორი და ყალბი ინფორმაცია მიეწოდებოდათ ჩვენს პარტნიორებს, რაც აისახებოდა მათ წერილებსა და განცხადებებში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner