logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სამწუხაროდ, გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის მუშაობაში
- +

5 თებერვალი. 2020. 14:26

 

 

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ეს მუშაობა უნდა იყოს განსაკუთრებული, ვინაიდან პარლამენტის საგაზაფხულო სესია არის წინასაარჩევნო პერიოდი“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

 

„სამწუხაროდ, გარეთ ცოტა ხმაურია, მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის მუშაობაში, ვინაიდან საკითხები, რომლებიც დღეს განხილვის დღის წესრიგშია, არის საგანგებო მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, დილის შეკრება, რომელიც ჩავატარეთ არანაირად არ უკავშირდება იმ თემას, რომ უმრავლესობას არ აქვს დღის წესრიგზე გარკვეული პოზიციები და თითქოსდა მთელი ჩვენი ენერგია და აქტივობა დაკავშირებულია და შესაბამისობაში მოსაყვანი იმ აქტივობასთან, რასაც ზოგიერთი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი გარეთ აკეთებს.

 

ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი შენიშვნებიც, თუნდაც ჯანსაღი ოპონირება, იმიტომ, რომ არის საკითხები სადაც კარგად ერკვევიან, თუმცა არ უნდათ, რომ გაერკვნენ. განსაკუთრებით ვწუხვარ, რომ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი აყოლილია ამ აქტივობებს, რომლებსაც ან ემოციური კავშირი არ გააჩნიათ იმ თემებთან, რაც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა უახლოესი ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე, ან აყოლილები არიან გარკვეული პოლიტიკური მიზნით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner