logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე სენატორებზე: მოლოდინი, რომ ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე იტყვის, რაც ვთქვი, ტყუილი აღმოჩნდაო, არ მაქვს
- +

5 თებერვალი. 2020. 15:11

 

 

„თქვენ თუ მოლოდინი გაქვთ, რომ ერთი შეხვედრის შემდეგ ვინმე გამოვა და იტყვის, რაც მე ვთქვი, აბსოლუტური ტყუილი აღმოჩნდა ყველაფერიო, ასეთი მოლოდინი მე არ მაქვს“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ სენატორების მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

„ჩვენ გავაგრძელებთ ინტენსიურ კომუნიკაციას ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მათ იცოდნენ სრული და ამომწურავი ინფორმაცია. ასევე, ჩვენ არ შეგხვდეს არანაირი პრობლემა პარტნიორებთან ურთიერთობაში, მათ შორის ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული კოლეგის დამოკიდებულება, რაც არ უნდა მიგვაჩნდეს, რომ რიგ შემთხვევაში ამას არასწორი ინფორმაცია დაედო საფუძვლად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორი ქვეყნები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები.

 

„მე განვაგრძობ, მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას“, - ნათქვამია ჯინ შაჰინის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner