logo_geo
eng_logo
ქართველი მეკარის კაკო დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია
- +

29 თებერვალი. 2016. 11:54


ქართველი მეკარის კაკო დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია, რაც 70 000 დოლარი ჯდება. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს.


კაკო დევაძე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მეკარეა. ქართველ მეკარეთა შორის იყო პირველი მეკარე, რომელიც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს 1995 წელს.

 

ახლა კი, კაკო დევაძე უმიმეს მდგომარეობაშია. მან სამჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი. ღვიძლის გამო ჯანმრთელობა ძალიან შერყეული აქვს და მისი მდგომარეობა დამძიმდა. ესაჭიროება სასწრაფო ღვიძლის ოპერაცია, რომელიც თურქეთში კეთდება და 70 000 დოლარი ჯდება. რეაბილიტაცია და წინასაოპერაციო ყველა ანალიზი - 10 ათასი დოლარი, ამას ემატება დონორის თანხაც", - წერს facebook-ზე ირაკლი ტაბატაძე.


კაკო დევაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ ჩარიცხონ სასურველი თანხა შემდეგ საბანკო ანგარიშზე:


საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22


მიმღების ანგარიშის ნომერი GE2BG0000000692294500


პირადი ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner