ავტორი მარიამ გელაშვილი
ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს ოჯახი ბაღდათში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავს.
როგორც „რეპორტიორს“ ბაღდათის მერიაში განუცხადეს, დაკრძალვის ხარჯები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. პანაშვიდი ხვალ, ბაღდათის საკათედრო ტაძარში გაიმართება.
„ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულების დაკრძალვის ხარჯებს ბაღდათის მუნიციპალიტეტი სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს. მიცვალებულებს ბაღდათის საკათედრო ტაძრიდან ხვალ გამოასვენებენ. პანაშვიდი მთელი დღე გაგრძელდება. ოჯახი გარდაცვლილებს, ბაღდათში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავს“, - განუცხადეს „რეპორტიორს“ ბაღდათის მერიაში.