logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: მერე გვიკვირს, საიდან გაჩნდა ამდენი გარეწარიო!
- +

5 თებერვალი. 2020. 16:47

 

 

ძაან მაგრები ვართ, რა!

ახლა „ვიღაც“ ზუკას ტალახაძე გაულანძღავს!

დავთვალე და ასეულობით კომენტარით იხსენიებენ მის ოჯახს და გათხოვილ-გასათხოვარს!

მიზანი არც ჰქონია ალბათ, სხვა!

 

ბიჯოო! ყურადღება რომ მიიქციოს, ტალახაძეზე უნდა თქვას რაიმე სიშტერე, თორემ ჩემზე რომ თქვას, რა ნავაჭრს და ნაშოვარს წაიღებს შინ?!

 

ასე, იტყვის ვინცხა რაცხა უბედურებას, წამოვხტებით მერე ჭიდაობისას წაქცეული, გადელებული გურულივით და სულ რომ მისი არსებობა არავინ იცოდა, უცბად გავხდით ხოლმე ცნობადს!

 

მერე გვიკვირს, საიდან გაჩნდა ამდენი გარეწარიო!

საიდან და ჩვენ ვჩეკავთ, ჯერ ყველა ავადმყოფის გამოხდომაზე პასუხის მოთხოვნით და მერე მის საქციელზე დავა-კამათით!

 

„ბადრი შუბლაძეს“ რომ ტელეკამერის წინ დაუჯდები (თანაც სერიოზულ თემაზე და სერიოზული სახით) სალაპარაკოდ, ამის მერე მისი „პოპულარობა“ მისი ბრალია?

 

არადა, მგონი მეც იმავეს ვაკეთებ ახლა!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner