logo_geo
eng_logo
სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
- +

5 თებერვალი. 2020. 16:51

 

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის, პირადი ბარგის და   ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6 600 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner