„საქართველოს მთავრობამ ერთსულოვნად მიიღო ახალი კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, ეს არის საკითხი, სადაც თქვენი სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს იღებს თავის თავზე, ერთ-ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი - ეს არის ახალ სამედიცინო მოდელზე გადასვლა, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტატუსის მინიჭების საკითხი, ამიტომ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, ამ კანონის ფარგლებში ძირითადი საკითხები, რომ წარმოგვიდგინოთ სამინისტრო საკუთარ თავზე რა პასუხისმგებლობასაც იღებს?“ - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დეპუტატი ასევე დაინტერესდა, 2020 წლის სამოქმედო გეგმა ძირითადად რა სიახლეებს ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.