logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ერთადერთია, ვისაც რეალური შანსი აქვს, ხმათა უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში
- +

5 თებერვალი. 2020. 17:06

 

 

„ქართული ოცნება“ ერთადერთია, ვისაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი, მოვიდეს ხელისუფლებაში“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„თუ ვიმსჯელებთ და გადავხედავთ, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ციფრებზე საუბარი გამიჭირდება, თუ რამდენი იქნება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, ვისაც აქვს რეალური შანსი, ხმათა უმრავლესობით და შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობითაც კი, მოვიდეს ხელისუფლებაში, თუმცა დაველოდოთ არჩევნებს, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner