logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: მეორე ვირუსი გვაქვს, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაცაა ხოლმე მომდგარი - „ნაციონალური ვირუსი“
- +

5 თებერვალი. 2020. 17:16

 

 

„გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი, ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა, „ნაციონალური ვირუსი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

 

„მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც ჰქვია კორონავირუსი. თუ თქვენ მოახერხებთ ამას, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა - „ნაციონალური ვირუსი“. მაგრამ მისი არეალი არ არის ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადადებოდა - გადაედო და მე მგონია, რომ ყოველი თქვენგანის და ასევე სხვა სფეროების წარმომადგენლების საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმაში, რომ ამ ვირუსის არეალი დაპატარავდეს და შემცირდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner