„მესმის, რომ ის არის შვილმკვდარი მამა, არის გამწარებული და გაღიზიანებული, მაგრამ ადამიანებს აქვთ თავისი უფლებები და მგონი, ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ საიმისოდ, რომ ასეთ მიმართვას იმსახურებდნენ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ჟურნალისტისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.
„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. ასეთი დამოკიდებულება და მიმართვა არც ჟურნალისტების და არც არავის მიმართ არ ეპატიება", - განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.