logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე მაჩალიკაშვილზე: მესმის, შვილმკვდარი მამაა, მაგრამ ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ საიმისოდ, რომ ასეთ მიმართვას იმსახურებდნენ
- +

5 თებერვალი. 2020. 17:40

 

 

„მესმის, რომ ის არის შვილმკვდარი მამა, არის გამწარებული და გაღიზიანებული, მაგრამ ადამიანებს აქვთ თავისი უფლებები და მგონი, ჟურნალისტებს არაფერი დაუშავებიათ საიმისოდ, რომ ასეთ მიმართვას იმსახურებდნენ“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ჟურნალისტისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.

 

„ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად მუშაობენ იმისთვის, რომ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. ასეთი დამოკიდებულება და მიმართვა არც ჟურნალისტების და არც არავის მიმართ არ ეპატიება", - განაცხადა კილაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner