logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად მათი სიმძლავრე არათანაბარია
- +

5 თებერვალი. 2020. 17:47

 

 

„ჰოსპიტალების რაოდენობა მოსახლეობის რიცხვთან მიმართებაში საჭიროზე მაღალია და ამავდროულად არათანაბარია მათი სიმძლავრე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში, გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე საუბრისას განაცხადა.

 

მინისტრი მნიშვნელოვან გამოწვევად აფასებს სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიულად არათანაბარ გადანაწილებას.

 

„ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ პრობლემატიკის მოგვარების ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის მთავარი კრიტერიუმებია დაწესებულებების გამართული ინფრასტრუქტურა, ხარისხის სტანდარტთან შესაბამისობა, პერსონალის ფარდობითი დეფიციტის დაფარვა და სხვა“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

 

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რაც შეეხება გადაუდებელ დახმარებას, 2014 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ გაატარა ძირეული რეფორმები სასწრაფო დახმარების სისტემური და ტექნიკური პირობების გაუმჯობესების მხრივ. მისივე თქმით, 2020 წლის 1 იანვრიდან, ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner