„მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი ოჯახი არის უკიდურესად გაჭირვებული, სადაც ბავშვებიც არიან.
„ამიტომ გავზარდეთ შემწეობები და ამიტომაც მივიღეთ ბავშვის კოდექსი. ბავშვის უფლებების დაცვა ეს ისეთი თემაა, რომლითაც არასდროს არც ერთი სახელმწიფო არ უნდა იყოს მიღწეულით კმაყოფილი“, - განაცხადა კილაძემ.