logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია
- +

5 თებერვალი. 2020. 18:03

 

„ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ კორონავირუსის შემოტანის პრევენცია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

 

„მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემიოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ, უკვე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი, ლუგარის ლაბორატორიას აქვს საშუალება, ვირუსის იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება მოახდინოს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner