logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: ბავშვებზე გაწეული დახმარება გაიზარდა, არსებობს საკვები ვაუჩერებიც, მაგრამ ეს არ არის საკმარისი
- +

5 თებერვალი. 2020. 19:23

 

 

„2019 წლის იანვრიდან ხუთჯერადად გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება, ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტი და აღმასრულებელ მთავრობასაც მათი კეთილდღეობისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„გამოვეხმაურები ასევე ბავშვების კუთხით, შიმშილობენ თუ არა დღეს ბავშვები საქართველოში. ნამდვილად იყო ეს ძალიან მწვავე დისკუსიის თემა წლების წინათ და ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერადად გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი ბენეფიტი და აღმასრულებელ მთავრობასაც ჯერ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო, რათა ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

მინისტრის თქმით, დარწმუნებულია, ყველას საერთო ძალისხმევით, უახლოეს მომავალში აღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია.

 

„მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი საზრუნავია. ერთობლივი ძალებით და იმ მოტივაციებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემატიკის დაძლევასაც, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროს ნამდვილად ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი უდგას მხარში, გვეხმარებიან, რომ გავაანალიზოთ ის არსებული პრობლემები, რომლებიც დღეს გაგვაჩნია და ასევე ვმუშაობთ იმ გამოსავლებზე, რომლებიც ყველაზე კეთილგონიერი იქნება ბავშვებისთვის“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner