„ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც საქართველოში თითქოს ინფორმაციის მოგროვებაზე მუშაობს და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას უნდა უზრუნველყოფდეს, აღმოჩნდა, რომ ლობისტების შემადგენელი ნაწილია, თან „ნაციონალური მოძრაობის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მაგალითად ატლანტიკურ საბჭოს, რომელიც მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, თავისი წარმომადგენელი ჰყავს საქართველოში, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც ბათუ ქუთელიაა. რომელიც შეიძლება ითქვას, დეზინფორმაციის საფუძველი გახდა ეს წარმომადგენლობა შეერთებული შტატების იმ მნიშვნელოვანი ორგანიზაციისთვის“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ევრონესტის შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობა დაინახა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი შეეცადა.
„იქ შემოიტანეს ყალბი სია, 84 თუ 85 კაცის, თითქოს, ეს ხალხი პოლიტპატიმრები არიან და დაურიგეს ევროპარლამენტის წევრებს. როგორც ჩანს, ეს სია მათ აშშ-შიც გააგზავნეს. რა თქმა უნდა, ევრონესტის შემადგენლობამ ეს არ მიიღო და არც რეზოლუციაში აისახა. მათთვის ამ ცვლილებებს (პროპორციულ არჩევნებზე) მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არ იბრძვიან ცვლილებებისთვის, ისინი იმისთვის იბრძვიან, რომ საქართველოში არჩევნების პერიოდში ან შემდეგ, დესტაბილიზაცია მოხდეს. ესენი მაგის შემოქმედები არიან“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.