„მინისტრისგან კითხვაზე პასუხის მიღებისას ყველაფერი რომ მოგწონდეს, ოპოზიციაში კი არ გადახვიდოდი“, - ამ სიტყვებით პარლამენტის პირველმა-ვიცე სპიკერმა დამოუკიდებელ დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს მიმართა.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა დაასრულა, ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრისგან მის კითხვაზე პასუხი ვერ მოისმინა.
„მე მომწონს ეს ინტერაქცია, მაგრამ ამას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. პასუხის მიღებისას ყველაფერი რომ მოგწონდეს, ოპოზიციაში კი არ გადახვიდოდი. რაღაცები არ მოგწონს, მაგრამ არის რეგლამენტი, მუშაობის ფორმატი და ა.შ.“ - აღნიშნა ვოლსკიმ.