logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან გასაუბრება დაასრულა
- +

5 თებერვალი. 2020. 20:34

 

 

2020 წლის 5 თებერვალს, საპროკურორო საბჭო, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად,  საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ  პირს გელა ჩივაძეს გაესაუბრა, რომელმაც საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის განვითარების  თავისი  ხედვა გაუზიარა და საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

 

საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაასრულა.

 

2020 წლის 6 თებერვალს,  14 :00 საათზე  საპროკურორო საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას და სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეარჩევს საქართველოს გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს.

 

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი  საპროკურორო საბჭოს  ფეისბუქ გვერდზე   „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner