logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: ბავშვის უფლებების დასაცავად საქართველოში ორი მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება
- +

5 თებერვალი. 2020. 21:03

 

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მინისტრის საათის ფორმატში ეკატერინე ტიკარაძის გამოსვლა შეაჯამა და იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.

 

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხი, იყო ბევრი კითხვა და შესაბამისი პასუხები. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ბევრი ნაბიჯი, რომელიც იდგმება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება წარმატებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ, პირველი, იგი  რეალურად ემსახურება იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ და მეორე, სამინისტროს აქვს სისტემური ხედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბუნებრივია არის ბევრი გამოწვევა, ვინაიდან ეს არის უდიდესი და ურთულესი სამინისტრო, სადაც ძალიან ბევრი სხვადასხვა სფეროა თავმოყრილი. მესმის ოპოზიციის წარმომადგენლებისაც - მათი საქმეა გააკრიტიკონ ხელისუფლება, ამაში ახალი და უჩვეულო არაფერია, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ მივაღწიოთ რეალურ შედეგებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

 

მინდა უმნიშვნელოვანესს საკითხს შევეხო, როგორიცაა ბავშვების დაცვა. გუშინ მომხდარი ტრაგედიის საფუძველზე მედიაში გარკვეული აჟიოტაჟი შეიქმნა და დაისვა კითხვა თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვები? შემიძლია ორ მნიშვნელოვან რეფორმაზე გესაუბროთ, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ; პირველი არის სოციალური მუშაკები და ეს ინსტიტუტი ფუნდამენტალურია სწორედ ბავშვების დაცვისთვის და მათზე ზრუნვისთვის. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ბავშვის უფლებათა კოდექსი. ჩვენ ძალიან მალე, 2020 წლის 1 ივნისიდან ადგილობრივ თვითმმართველობებში გვექნება ერთეულები, რომლებიც იზრუნებენ ბავშვებზე.

 

ჩვენ წინ გვაქვს დიდი და მძიმე სამუშაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ და ავაწყობთ სისტემას, რომელიც ბავშვზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner