„საზოგადოებას აინტერესებს, ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ „გერმანული მოდელი“ არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში - ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს და ახლა სიტყვებით მანიპულირებით ცდილობენ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ შესაძლოა, არჩევნების „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამებოდეს, ტყუილია.
„მხოლოდ მათი ბრიფინგი მაქვს ჯერ ნანახი და ბრიფინგიდანვე, ეუთო/ოდირ-ის დასკვნის გაცნობის გარეშეც ჩანს, რომ ისინი აპირებენ ახალი ტყუილი მოახვიონ საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, რის უფლებასაც ნამდვილად არ მივცემთ, იურისტები ვართ და აქაც შეგვიძლია რაღაცების კითხვა. მთელ საზოგადოებას აინტერესებს გაგზავნილი იყო, თუ არა გერმანული მოდელი ეუთო/ოდირ-ში და ეუთო/ოდირი ამბობს თუ არა, რომ გერმანული მოდელი არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ასეთი წინადადება მათ ვერ თქვეს და ახლა სიტყვებით მანიპულირებით ცდილობენ, რომ საქართველოს და ქართველ მოსახლეობას დააჯერონ, რომ გერმანული მოდელი, რომელზეც ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, რაც შეუძლებელია, რომ სადმე ეწეროს, ასეთ რამეს ვერავინ დაწერდა. თვეების განმავლობაში, კამათი იყო სწორედ ამაზე, რომ თითქოს „გერმანული მოდელი“ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის ტყუილი“,- განაცხადა მდინარაძემ.