logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია
- +

5 თებერვალი. 2020. 21:05

 

 

„არის რამდენიმე კანდიდატი, რომელთა მიმართებითაც მე დავაფიქსირებ ჩემს მხარდამჭერ პოზიციას, მათ შორის არის ირაკლი შოთაძეც, რომელიც იყო ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატი“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, შოთაძემ წარმოადგინა დეტალური და კონკრეტული ხედვა.

 

„მე მოვისმინე თითოეული კანდიდატის ხედვა. მქონდა ასევე შესაძლებლობა შეკითხვები დამესვა. უმეტეს გასაუბრებას დავესწარი და რა თქმა უნდა, მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია- არის რამდენიმე კანდიდატი, რომელთა მიერ წარმოდგენილმა ხედვამაც და რომელთა მიერ გაცემულმა პასუხებმაც, მე ჩამომიყალიბა პოზიცია, თუ ვის შეიძლება დავუჭირო მხარი. არის რამდენიმე კანდიდატი, რომელთა მიმართებითაც მე დავაფიქსირებ ჩემს მხარდამჭერ პოზიციას, არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატი. მათ შორის არის ირაკლი შოთაძეც, რომელიც იყო ერთ-ერთი გამორჩეული. დეტალური ხედვით, მან წარმოადგინა კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული ხედვა სამართლიანობის აღდგენის, სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებით, პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებასთან მიმართებით, ასევე პროკურორებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების შექმნასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner