logo_geo
eng_logo
მთვარისა ნავერიანი: დასაჯეთ გვარამია! ეს თხოვნა არ არის, ულტიმატუმია!
- +

5 თებერვალი. 2020. 21:29

 

ორიოდე დღის წინათ საქალაქო სასამართლოსთან „მთავარი არხის“ ხელმძღვანელს ნიკა გვარამიას ყბაში მოსდეს. ალბათ, ესეც ჩვეულებრივი ხულიგნობა იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ტელესტუდიაში მამა აბრაამის ბატკნის სახით მჯდომი გვარამიასთვის არავის შეუხსენებია – ზუსტად 2018 წლის 31 მაისს პირდაპირ ეთერში მან თავად მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მთვარისა ნავერიანს და დღემდე დაუსჯელი რჩება. დაზარალებული ქალბატონი ამჯერად ხელისუფლებას არა თხოვნით, არამედ ულტიმატუმით მიმართავს:

 

– როგორ შეიძლება, ვინმეზე ხელის აღმართვა გაგიხარდეს, ყოველთვის პირველი ვილაშქრებდი ფიზიკური ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გვარამიასთვის მოქნეული მუშტი მესიამოვნა. დიახ, ალალი იყოს ეს მუშტი მასზე, გვარამია საცემია ყველა მართლმადიდებლისგან და ქართველი ქალისგან. არადა, მის უტიფრობას საზღვარი არა აქვს – თურმე, აპირებს, თვალყური მიადევნოს თავდასხმის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. იქით, ბობოქრობს, წარმოგიდგენიათ?

 

თქვენს საქმესთან დაკავშირებით რა ხდება?

 

– დაზარალებულად ვარ ცნობილი, მაგრამ დამზარალებელი, ანუ ნიკა გვარამია, რომელიც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე თავს დამესხა, კამერების თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა, დღემდე დაკითხულიც არ არის. კიდევ უფრო ამაზრზენია ჟურნალისტებისა და ხელისუფლების დამოკიდებულება. რატომღაც არცერთ მათგანს არ მოსვლია თავში აზრად, გვარამიასთვის მთვარისა ნავერიანის ცემის ფაქტი შეეხსენებინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ – აქაოდა, გვარამიას ეს როგორ აკადრესო, მაშინვე საქმე აღძრა ძალადობის მუხლით. მეტიც არ მინდა, ის ახალგაზრდები დააკავონ ან ჯარიმა დააკისრონ გვარამიაზე ხელის გარტყმისთვის! მთელი ქვეყანა ამ ახალგაზრდების ადვოკატი იქნება!

 

მშიშარა გვარამია, დაცვით რომ დარბის აქეთ-იქით და კაცად მოაქვს თავი, რა ეგონა, ვერ მისწვდებოდნენ?! ღვთის მადლით, ბევრი გულანთებული ახალგაზრდა ცხოვრობს საქართველოში, რომელსაც გულს ურევს მისი საქციელი და რომელიც დღემდე ელოდება გვარამიასნაირი უსინდისოებისა და დამნაშავეების პასუხისგებას!

 

ჩემი გასაკეთებელი გააკეთეთ, ბიჭებო, დაგელოცოთ მარჯვენა გვარამიაზე გალაწუნებისთვის!

 

ამ ხელისუფლებაზეც ახია, დღეს გვარამია და მაჩალიკაშვილი იქით რომ ემუქრებიან და ბოლო ხმაზე აგინებენ „ქართულ ოცნებას“! არ დასაჯეს დამნაშავეები? მიიღეს კიდეც პასუხი! დიახ, წერილს წერილზე რომ იღებენ კონგრესმენებისგან და ნაციონალების სასაცილოდ აიგდეს თავი, იმის გამო ხდება, რომ გვარამია და მაჩალიკაშვილი გარეთ დაძრწიან!

 

მათთვის რომ დროულად მიეჩინათ ადგილი, ჩემზე თავდასხმისთვის პასუხი რომ მოეთხოვათ გვარამიასთვის, დღეს სულ სხვა რეალობაში ვიცხოვრებდით!

 

– მაჩალიკაშვილის დანაშაული ახსენეთ. რაში სდებთ ბრალს შვილმოკლულ მამას?

 

– მაჩალიკაშვილი დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში პიროვნებაა. განა ის არ აპირებდა გოგაშვილის მამის საფლავზე პატარა ბავშვების აფეთქებას? ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ხომ გამოქვეყნდა? ისეა გაბოროტებული, რომ უკვე შუა რუსთაველზე უდანაშაულო ახალგაზრდის ცემასაც აღარ ერიდება. ცოცხლად მოსიარულე დენთია, რომელიც რა წამს აფეთქდება, კაცმა არ იცის. ვერც კი ხვდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს, შესაძლოა თავადაც აღმოჩნდეს მსხვერპლი. რა წამს ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და აღარ იქნება საჭირო ნაციონალებისთვის, მაშინვე აწევენ ჰაერში. მკვდარზეც ქულებს დაიწერენ.

 

ყველა, ვინც დღეს ტერორიზმში ეჭვმიტანილ მაჩალიკაშვილს უჭერს მხარს, იდიოტი მგონია!

 

მაინც, როგორ აძლევთ ამდენის უფლებას? შვილები ხომ გყავთ, არ გეშინიათ ქალაქში მათი გაშვება? მაინცდამაინც, ოჯახში უნდა შემოგივარდეთ, რომ პასუხი აგებინოთ? ვის ელოლიავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წაქეზებულ მაჩალიკაშვილს და დამნაშავე გვარამიას?

 

დახურეთ მთავარი საინფორმაციო საკანალიზაციო მილი, აყროლდა ქვეყანა!

 

– თქვენც ხომ იცით, რომ შეუძლებელია, კერძო ტელევიზიის საქმიანობაში ჩაერიოს ხელისუფლება?!

 

– მე ის ვიცი, რომ გვარამიამ დედა შემიგინა და ფიზიკურად შემეხო. დაზარალებულად მცნო პროკურატურამ და დღემდე მისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, მეტიც, იქით აძლევენ საშუალებას, სიცრუის ტირაჟირებით ააყროლოს ქვეყანა.

 

მოკლედ, ან გვარამიას კანონის შესაბამისად აგებინებთ პასუხს, ან მე თავად გავუსწორდები! ფიზიკურ ტკივილს კიდევ ავიტანდი, მაგრამ ახალგარდაცვლილი დედის სულის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და სტრასბურგამდე ჩავალ! აბა, ერთი ვნახოთ, რას ეტყვის ევროპა კაცს, რომელმაც ქალზე ხელი აღმართა?!

 

უკანასკნელად ვაფრთხილებ ხელისუფლებას – დასაჯეთ გვარამია, ეს თხოვნა არ არის, ულტიმატუმია!

 

– წინააღმდეგ შემთხვევაში?

 

– წინ 2020 წლის არჩევნებია და მე, მთვარისა ნავერიანი, რომელიც ნომერ პირველი გულშემატკივარი ვიყავი ამ ხელისუფლების, პირველი გადავხაზავ „ქართულ ოცნებას“. მაქვს საკმარისი ძალა, რომ სხვებსაც მოვუწოდო ბოიკოტისკენ. ჩემს უკან სვანების მთელი არმია დგას და იცოდეთ, ჩვენთან ენის მოჩლექით საუბარი არ გაგივათ. დიახ, სვანებს ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ ითბობდა გადამწვარი სახლის ცეცხლზე ხელებს გიორგი ბარამიძე, რომელიც დღემდე დაუსჯელია.

 

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მინდა, თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვუთხრა – მაგარი ბიჭი რომ გგონია თავი და დაცვის გარეშე ცხვირს ვერ ჰყოფ გარეთ, შემხვდი პირისპირ! წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ვიქნები ის, რომელიც მალულად კი არ მოგეპარები, პირდაპირ მოვალ და დაგიჟეჟავ მაგ ცხვირ-პირს და რაც იმ ახალგაზრდებმა ვერ შეძლეს, მე დაგიმატებ!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner