logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება
- +

5 თებერვალი. 2020. 22:08

 

„ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი აღარ იღუპება“, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.​

 

„სარგებელი, რაც ქართულმა ოცნებამ მოიტანა - რომ ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი აღარ იღუპება, ამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, მაგრამ ის რომ 40 ათას ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახები არ არიან ამ სისტემაში და ეს არის კითხვის ნიშანი, რომ შესაძლოა ეს პროექტი არ გაგრძელდეს - ეს ასე არ არის. ეს ინდიკატორად ვერ გამოდგება, რამეთუ თავიდანვე, ეს სეგმენტი არ იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ეს არის დაახლოებით 10 % რომელიც თავიდანვე კერძო სექტორიდან იღებდა სერვისებს“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner